ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში არჩევნები კონსერვატორებმა მოიგეს


კირიაკოს მიცოტაკისი (მარჯვნივ) - ახლადარჩეული საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ოჯახის წევრებთან ერთად. 26 ივნისი, 2023 წ. ათენი, საბერძნეთი.
კირიაკოს მიცოტაკისი (მარჯვნივ) - ახლადარჩეული საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ოჯახის წევრებთან ერთად. 26 ივნისი, 2023 წ. ათენი, საბერძნეთი.

25 ივნისს, საბერძნეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვება და მანდატების უმრავლესობა კონსერვატორთა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. დღეს, 26 ივნისს, საარჩევნო კომისიის განცხადებით, თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია.

კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ, "ახალმა დემოკრატიამ" ხმების 40%-ზე მეტი მოიპოვა. მან მემარცხენე ალექსის ციპრასს თითქმის 22%-ით მოუგო და ის ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდა. მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარცხენე პარტია "სირიზმას" წილად ხმების 17.8% ერგო.

მიცოტაკისი ყოფილი ბანკირია, რომელმაც განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. მისასალმებელ სიტყვაში, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და თქვა: "სასწაულებს ვერ დაგპირდებით, მაგრამ მოვალეობის ერთგული ვიქნები".

მიცოტაკისმა საკანონმდებლო ორგანოში 300-დან 158 საპარლამენტო მანდატის მოპოვება შეძლო. მის მიერ ფორმირებული მთავრობა საბერძნეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაუძღვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG