ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსმენა კონგრესში


მოსმენა კონგრესში
მოსმენა კონგრესში

ავღანეთში კოალიციის ძალებში მსხვერპლის ზრდასთან დაკავშირებით კონგრესში საგანგებო მოსმენა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. შიდა თავდასხმებს დაეთმო, როდესაც ავღანური ძალების მხრიდან ამერიკელებზე ხდება შეტევები. როგორც თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუცხადეს, 2007 წლიდან დღემდე ავღანეთში ასეთი შიდა შეტევების შედეგად 70 ადამიანია დაღუპული და 110 დაჭრილი.

წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჰოვარ მაკკეონმა განაცხადა:

„ავღანეთის არმიის და უსაფრთხოებსი დაცვის სამსახურის ერთ პროცენტზე ნაკლებმა კოალიციის ძალებზე განახორციელა შეტევა. 42 შეტევა ეს ძალიან დიდი ციფრია.“

დემოკრატმა კონგერსმენმა ადამ სმიტმა განაცხადა, რომ ეს მართლაც რეალური პრობლემაა.

„პრობლემა სერიოზულია. ჩვენი ძალები ავღანეთში ავღანელ ხალხს და მათ მთავრობას იცავენ. ეს ვითარება კი ძირს უთხრის ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას და ჩვენ ძალებს რისკის ქვეშ აყენებს“- განაცხადა სმიტმა.

XS
SM
MD
LG