ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეკემბერში მთავრობის დახურვას აღერ ელიან


პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმოწერის შემდეგ, მას კანონის ძალა ექნება, რითაც ფედერალური მთავრობის დახურვის საფრთხის თავიდან აცილება ხდება შესაძლებელი.

დღეს დილით სამის ნახევარზე შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მთავრობას ორი წლით დააფინანსებს. მანამდე, ოთხშაბათს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

კანონპროექტი ახლა თეთრ სახლში ინაცვლებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმოწერის შემდეგ, მას კანონის ძალა ექნება, რითაც დეკემბერში მოსალოდნელი ფედერალური მთავრობის დახურვის საფრთხის თავიდან აცილება ხდება შესაძლებელი. კონსერვატორი რესპუბლიკელები შეთანხმებას აკრიტიკებენ. მათი აზრით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზედა ზღვრის კიდევ ერთხელ აწევა ფისკალური უპასუხისმგებლობის და დემოკრატებთან დამარცხების ნიშანია.

XS
SM
MD
LG