ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომუნისტები მოსკოვში აქციებს იწყებენ      


მოსკოვში საპროტესტო გამოსვლებს კომუნისტები იწყებენ, მიზეზი საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგები გახდა. პირველი აქცია შაბათს უნდა გაიმართოს და მისი ორგანიზება უკვე დაწყებულია. კომუნისტური პარტის წევრების გაღიზიანება რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პარტიამ რუსულ „დუმაში“ საერთო ჯამში 8 ადგილი დაკარგეს და ეს ადგილები პუტინის „ერთიანი რუსეთის“ წევრებმა დაიკავეს.

არჩევნებში დამარცხებული საპარლამენტო კანდიდატების კოალიცია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ შედგება, სასამართლო დავებისთვისაც ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ ყველა ხერხს გამოიყენებენ რათა არჩევნებზე მიღებული არასწორი შედეგები შეიცვალოს.

საპარლამენტო არჩევნები რუსეთში არაერთი დარღვევით წარიმართა, მთავარი კითხვის ნიშნები კი ხმების დათვლის ახალმა წესმა გამოიწვია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ კრემლმა ამ გზით რუსეთში არჩევნები მოიპარა. ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ კი პარლამენტში უმრავლესობით შევიდა და იმაზე მეტი ადგილი დაიკავა პარლამენტში, ვიდრე ამის მოლოდინი არსებოდა. ამ დროისთვის არსებული შედეგებით პუტინის პარტიას დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს მოპოვებული.

არჩევნებს რუსეთში დამკვირებლები უარყოფითად აფასებენ, თუმცა კრემლი ამბობს, რომ არჩევნები სამართლიანი იყო და შედეგების გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება დაგეგმილ აქციებს, პუტინის მთავრობა მას უკანონოდ აფასებს. კრემლში აცხადებენ, რომ აქცია არასანქცირებული იქნება, რადგან ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო შეზღუდვებია დაწესებული.

რუსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ათასობით დარღვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა კი კრემლის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც მთავარ ოპოზიციონერს და რუსეთის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის და მის გუნდს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. ბიულეტინებში ალექსეი ნავალნის პარტიის სახელი და გვარი ამოღებული იყო.

კენჭისყრის ხელყოფისა და დარღვევების შესახებ არსებული მონაცემების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „ერთიანმა რუსეთმა“ ხმათა 49.82% მიიღო. ეს მაჩვენებელი, პარტიის მიერ წინა არჩევნებზე მიღებულ ხმათა რაოდენობას 6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში სიდიდით მეორე კომუნისტური პარტია იქნება. მათ ხმათა 18.39 პროცენტი აიღეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG