ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ავღანეთში


კოალიციის ძალებმა ზაბულის პროვინციაში თალიბანთან გამართულ ბრძოლაში საჰაერო არტილერია გამოიძახეს

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში ორშაბათს დაღუპული ჯარისკაცები სავარაუდოდ „საკუთარი ცეცხლის“ მსხვერპლი გახდნენ.

პენტაგონის პრეს მდივან, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, „გამომძიებლები არ გამორიცხავენ საკუთარი ცეცხლის ალბათობას.“ მან ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

ავღანეთში აისაფის მისიის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კოალიციის ძალებმა ზაბულის პროვინციაში თალიბანთან გამართულ ბრძოლაში საჰაერო არტილერია გამოიძახეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ინფორმაციით, კოალიციის დანაყოფმა საჰაერო დახმარება გამოიძახა, თუმცა შვეულმფრენებმა მათ ცეცხლი შეცდომით გაუხსნეს.
XS
SM
MD
LG