ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გეგმები აქვს ჰილარი კლინტონს?


ამერიკის სახელმწიფო მდივნანი ჰილარი კლინტონი სამუშაოს დაუბრუნდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ორშაბათს დილას მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დილის თათბირზე მას თანამშრომლები ოვაციით შეხვდნენ და საჩუქრად ამერიკული ფეხბურთის ჩაფხუტი გადასცეს, რომელსაც ზედ რიცხვი 112 ეწერა. ეს იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლებსაც კლინტონი სახელმწიფო მდივნის რანგში ეწვია.
სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი აცხადებს:

„მისი ხასიათიდან გამომდინარე, ქალბატონი კლინტონი მაშინვე საქმეს შეუდგა. თათბირზე ის გავაკეთეთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. ქალბატონმა კლინტონმა ყველას მოუსმინა და გაიგო, თუ რაზე მუშაობს თითოეული ჩვენგანი და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ.“

კლინტონს ანგარიში ჩააბარეს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ დეტალებზე. მან ასევე მოისმინა გამოძიების შედეგები, რომლებიც ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის ელჩი კრის სტივენსისა და სამი ამერიკელის მკვლელობის საქმეს ეხებოდა. ნულანდის თქმით, კლინტონმა საკუთარ თანაშემწეებს სთხოვა, ინციდენტის გამოძიების შედეგად გამოკვეთილი ყველა რეკომენდაცია დაინერგოს და ეს მანამდე მოხდეს, ვიდრე მისი შემცვლელი სახელმწიფო მდივნის ფიცს დადებს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატად სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ კერი დაასახელა.
ნულანდის განცხადებით, კლინტონი და კერი თითქმის ყოველ დღე საუბრობენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კერის კანდიდატურა საჯაროდ გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის წევრები კი ბატონ კერის რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას და მას სენატში მდივნად დამტკიცების მოსმენისთვის ამზადებენ.

ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ კლინტონი კონგრესს ჩვენებას მისცემს ბენღაზიში მომხდარი მოვლენების თაობაზე და ამას მანამდე გააკეთებს, ვიდრე ისევ სახელმწიფო მდივანია.

„ჩვენი ვგეგმავთ, რომ კონგრესისთვის ჩვენების მიცემა ისე დავამთხვიოთ, რომ ქალბატონი კლინტონი ჯერ ისევ სახელმწიფო მდივნის მოვალეობას ასრულებდეს. ეს ყველაფერი ტრანზიციისთვის მომზადების ნაწილიც იქნება.“

კლინტონი ექიმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაა. ის სისხლის გამათხელებლებით მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის მარჯვენა ყურის უკან ტვინში მდებარე თრომბის დასაშლელად. სავარაუდოდ, ქალბატონი კლინტონი სახელმწიფო მდივნის რანგში საერთაშორისო ვიზიტებს აღარ განახორციელებს.
XS
SM
MD
LG