ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ქეიფთაუნში


აშშ სამხრეთ აფრიკას შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა სამხრეთ აფრიკას შიდსის საწინააღმდეგო პროგრამა უნდა მიაწოდოს. სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში შიდსის ეპიდემიით პირველ ადგილზე დგას.

კლინტონმა აღნიშნული განცხადება ქეიფთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა. ვაშინგტონმა სამხრეთ აფრიკაში შიდსის საწინააღმდეგო პროგრამის განხორციელებისთვის 3.2 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკაში შიდსის საწინააღმდეგო პროგრამა შეამცირა, რომლის მიზეზიც ყოფილი პრეზიდენტის ტაბო მბეკის განცხადება გახდა. მან საერთაშორისო დახმარებაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ამოცანა, ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ ბირთვული გაუვრცელებლობის, კლიმატური ცვლილების და უსაფრთხოების საკითხებში. ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვითარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სირიაში,“- განაცხადა კლინტონმა.
XS
SM
MD
LG