ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აივით ინფიცირებულთა უმრავლესობა ახალგაზრდა თაობაა


გლობალური მოძრაობის წევრები, რომელსაც „იუთფორსი“ (YouthForce) ჰქვია, აცხადებენ, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება რესურსებზე, რომლებიც მათ აივით ინფიცირებისგან დაიცავს. ისინი ლიდერებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს სთხოვენ მოისმინონ მათი მოსაზრება შიდსთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდებიც ჩართონ. კიკელომო ტაივო 25 წლის ნიგერიელი ქალბატონია, რომელიც შიდსით დაავადებულების წინააღმდეგ არსებული სტიგმის აღმოფხვრას ცდილობს:

„აივით ინფიცირებული ადამიანები ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ მათ მიმართ გარკვეული სტიგმა ყველგან არსებობს. ნიგერიაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ადამიანი უნივერსიტეტში ისე ვერ ჩააბარებს თუ შიდსზე ანალიზი არ გაიკეთა. ხოლო თუ აბიტურიენტი ინფიცირებულია მას უნივერსიტეტში არ იღებენ. ამის შესაცვლელად შიდსით დაავადებულების უფლებების დასაცავად კამპანია დავიწყეთ.“

ტაივო ამბობს, რომ ინფიცირებულთა უფლებების დამცავი კანონპროექტი, რომელიც ნიგერიის პარლამენტში მათი ინიციატივით შევიდა, ჯერ-ჯერობი სეიოზული განხილვის თემა არ არის:

„კანონპროექტი მხოლოდ სტიგმასა და სამუშაო ადგილზე არსებულ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ის არ ითვალისწინებს ახალგაზრდების საჭიროებებს. მთავრობამ კი იცის, რომ ახალგაზრდები ის ფენაა, რომლებიც ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან და მიუხედავად ამისა, სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათ დასაცავად.“

ტაივო ამბობს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადა ის, თუ რამდენად დაუცველი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ:

„ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ამაზე, ვაცნოიბერებე, რომ ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებსმ ვერ დამიცვეს და ვერ მომაწოდეს სათანადო ინფორმაცია იმაზე თუ როგორ დამეცვა საკუთარი უფლებები. ამის გაცნობიერების შედეგ გადავწყვიტე ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებით მათ საკუთარი თავისა და უფლებების დაცვაში დავხმარებოდი.“

ის აცხადებს, რომ ნიგერიაში ახალგაზრდებს ხშირად არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ, ხოლო ოჯახი და მათავრობა კი არაფერს აკეთებს მათ დასაცავად. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ აივის გავრცელება აუცილებელია ახალგაზრდები კარგად ინფორმირებული და განათლებული იყვნენ.

ჰავიონ ნელსონი 26 წლის იამაიკელი მამაკაცია, რომელიც ვაშინგტონში გამართულ კონფერენციში შიდსი 2012 მონაწილეობდა. ის იამაიკის ადვოკატირების ახალგაზრდული ქსელის ხელმძღვანელია:

„ვაცნობიერებ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩართული ვიყო შიდსისა და აივის გავრცელების წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში. ამას განსაკუთრებით მას შემდეგ დავაკვირდი, რაც შიდსის და აივით ინფიცირებული ადამიანების შიში გადავლახე. წლების მანძილზე გაწეული საქმიანობა საბოლოო ჯამში იმ შედეგამდე მიდის, რომ ახალგაზრდები უკეთესად არიან ინფორმირებული საკუთარ ჯანმთელობაზე და სქესობრივ კავშირებთან დაკავშირებულ რისკებზე.“

ნელსონი ამბობს, რომ არ უკვირს ის, რომ გაეროს ანგარიშის თანახმად ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა ახალგაზრდა თაობაა:

„მიუხედავად იმისა, რომ შიდსისა და აივის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიკვეთა, ახალგაზრდები მაინც ის ფენაა, რომლებიც ჯერ-ჯერობით უყურადღებოდ რჩენბიან.“

კონფერენციამ შიდსი 2012 ახალგაზრდული ორგანიზაციების რეკომენდაციით დეკლარაცია ამიიღო, რომელიც ახლლგაზრდა თაობას ვირუსით ინფიცირებისგან დაიცავს და მსოფლიოში შიდსით დაღუპული ადამიანების რაოდენობას შეამცირებს.
XS
SM
MD
LG