ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს


ჰილარი კლინტონმა ამის შესახებ სინგაპურში ვიზიტის დროს განაცხადა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ახლა როდესაც ერაყის ომი დამთავრდა და ავღანეთში საომარი მოქმედებები შენელდა, ვაშინგტონი მსოფლიო მასშტაბით ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გაამახვილეს ყურადღებას.

სინგაპურში წარმოთქმული სიტყვის დროს ჰილარი კლინტონმა დაარწმუნა ვაშინგტონის მოკავშირეები, რომ ამერიკა წარმატებით შეძლებს ე.წ. "ფისკალური უფსკრულის" დაძლევას, გადასახადების ზრდის შეჩერებას და ბიუჯეტის შეკვეცასთან დაკავშირებით კონგრესში რეპუბლიკელ ოპონენტებთან მოლაპარაკებას.

პარასკევს პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პირობა დადეს, რომ ფინანსური კატასტროფის აცილების მიძნით მხარეები აუცილებლად მოძებნიან საერთო ენას.
XS
SM
MD
LG