ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონს ფეხსაცმელი ესროლეს


თვითმხილველმა თქვა, რომ ფეხსაცმლის სროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ქალმა, ფურცლები მიმოფანტა დარბაზში, თავად კი გასასვლელისკენ გაემართა

დაკავებულია ადამიანი, რომელმაც გუშინ ლას ვეგასში სიტყვით გამოსვლის დროს ჰილარი კლინტონს ფეხსაცმელი ესროლა. ინციდენტის შემდეგ, ყოფილმა პირველმა ლედიმ და შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სცენიდან იხუმრა და იკითხა: ეს ნივთი მე მესროლეს? სირკ დე სოლეის ნაწილია ასეთი მოქმედება?

თვითმხილველმა თქვა, რომ ფეხსაცმლის სროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ქალმა, ფურცლები მიმოფანტა დარბაზში, თავად კი გასასვლელისკენ გაემართა, ვიდრე მას დაცვის თანამშრომლები დააკავებდნენ.
XS
SM
MD
LG