ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ დიპლომატთა უსაფრთხოება


ჰილარი კლინტონის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონი კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა შარშან 11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ამერიკის ელჩის და კიდევ სამი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ის გაითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი თქმით, არაბულმა რევოლუციებმა ამ რეგიონის ქვეყნების უშიშროების სამსახურების მუშაობას დიდი დარტყმა მიაყენეს.
XS
SM
MD
LG