ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას საგარეო პოლიტიკის გამოწვევები


ბარაკ ობამა მეორე ვადით პრეზიდენტის უფლებამოსლების შესრულებას შეუდგა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამერიკის პრეზიდენტობა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი თანამდებობაა. სადღესასწაულო განწყობას, რომელიც ამერიკელებს შორის შეიმჩნევა, პოლარიზებული არჩევნებისა და დემოკრატი კანდიდატის შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო შექმნილი ეიფორია ემატება. თუმცა პრეზიდენტის პოსტისთვის დამახასიათებელი გამოწვევები თავს ინაუგურაციის დასრულებისთანავე გვახსენებს ხოლმე.

საშინაო ფრონტზე ბარაკ ობამას ყველაზე დიდი გამოწვევა კონგრესთან მუშაობა და საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა იქნება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეიტინგი ამ ეტაპზე, გამოკითხულ მოსახლეობას შორის, 55 პროცენტია. ამერიკის კონგრესი კი საკმაოდ დიდი განსხვავებით, ხალხის უარყოფით განწყობას იმსახურებს.

საგარეო ფრონტზე, ბარაკ ობამას მთავარი გამოწვევები სირია, ავღანეთი, ირანი, აზიის სახელმწფოთა გააქტიურება, რუსეთთან ურთიერთობა იქნება. ამას გარდა, პრიორიტეტული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის კიბერ უსაფრთხოება, ჯიჰადისა და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურება, და ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვა.

ვაშინგტონში ბაზირებული ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი სტივენ ტანკელი ამბობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა და ორი პრეზიდენტის ურთიერთგაგება სუბსტანტიურ მნიშვნელობას შეიძენს ავღანეთიდან ამერიკის ჯარების წარმატებით გაყვანის ძალისხმევაში. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს მოკლე-ვადიან პერსპექტივაში ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება სირიის კონფლიქტის დარეგულირებისთვისაც თუ გავითვალისწინებთ მოსკოვის ხანგრძლივ მეგობრობასა და ასადის ხელისუფლებაში ჩადებულ ინვესტიციებს.

ტანკელი დასძენს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი, როცა ობამას ადმინისტრაცია ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა 4 წლის წინ, რუსეთში ადამიანის უფლებების სფეროში არსებოლ დარღვევებს აცნობიერებდა, თუმცა ამ დარღვევებზე რეაქციას აბალანსებც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიზანმიმართული პოლიტიკით, ავღანეთის, ირანის ჩათვლით.

ამერიკის 44 პრეზიდენტისთვის, საგარეო ფრონტზე პოტენციურ გამოწვევად მალი და ალჟირში მძევალთა კრიზისით შექმნილი მდგომარეობის დარეგულირება იქნება-გვეუბნება ამერიკის უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი და ამერიკის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი ჯორდან ტამა.

„ამერიკელ ლიდერს მოუწევს რთული გადაწყვეტილების მიღება და დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად აწყობს საფრანგეთთადნ ერთად, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მეამბოხეების წინააღმდეგ გალაშქრება. და ბოლოს, პაკისტანის თემა, რომლის მონაწლეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება,"- გვეუბნება ექსპერტი და დასძენს, რომ საგარეო საკითხებში, ამერიკელი ხალხი მთლიანობაში ერთსულოვანია. მიზეზი კი შემდეგია:

„ამერიკული საზოგადოება ნაკლებად პოლარიზებულია საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ამას ემატება ისიც, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ვაშინგტონში, და მთელს ქვეყანაში ინტერესთა ჯგუფების საქმიანობა არ გამოიჩევა აქტიურობით. შესაბამისად, პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის კუთხით უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს, ვიდრე პირიქით.“
კვირას, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ფიცი მეორე საპრეზიდენტო ვადის შესასრულებლად არაფორმალურ გარემოში უკვე დადო. მოგვიანებით გამართულ ერთერთ საზეიმო შეხვედრაზე პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა ინაუგურაციის დღეს არა პრეზიდენტი, არამედ ერთობა, და ერის სიმტკიცე იზეიმონ.
XS
SM
MD
LG