ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული ინაუგურაციები


ამერიკის პირველი ინაუგურაცია ჯორჯ ვაშინგტონის პირველი ვადით არჩევის შემდეგ გაიმართა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ტურისტები ჩერდებიან, აქეთ-იქეთ იყურებიან და სვლას განაგრძონებ. მათ გზად ოთხი ცნობილი სახე ხვდებათ. ისინი მსახიობები არიან, რომლებიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს ანსახიერებენ, რომლებიც 200 წლის წინ ცხოვრობდნენ.
ამერიკის პირველი ინაუგურაცია ჯორჯ ვაშინგტონის პირველი ვადით არჩევის შემდეგ გაიმართა.

„მე არ მინდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ 1787 წელს ნიუ იორკში ჩავედი ჩემი ხალხის წინაშე ვალის მოსახდელად.“

ენერგიული თეოდორ რუზველტი პრეზიდენტი 1901 წელს გახდა. მსახიობს, რომელიც მას ანსახიერებს, რუზველტის ტრადიციულ ქურთუკი აცვია.

„ჩემი ინაუგურაცია კარგად მახსენდება. აღლუმს ამერიკის ყველა ფენის წარმომადგენელმა 35-მა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს ერთი დიდი ზეიმი იყო.“

ედ აიერსი და ისტორიკოსები პიტერ ონუფი და ბრაიან ბალო ამბობენ, რომ ისტორია მოულოფდნელობებითაა სავსე. ინაუგურაცია კი იმის სარკეა თუ რა ხდება ქვეყანაში. ისინი ენდრიუ ჯექსონის 1892 წლის ინაუგურაციას ღიმილით იხსენებენ, როცა რამდენიმე მთვრალი მამაკაცი თეთრ სახლში შეიჭრა და იქაურობა აურია. ისინი ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ და არმიის პოპულარული გენერლის არჩევას ზეიმობდნენ.

“ენდრიუ ჯექსონს ისე შეეშინდა, რომ თეთრი სახლიდან გაიქცა და ახლოს მდებარე რესტორანში რამდენიმე მეგობართან ერთად სტეიკი მიირთვა.“
რუთერფორდ ჰაისმა პრეზიდენტის ფიცი ფარულად დადო, რადგანაც ეშინოდა, რომ მისი ოპონენტი სამუელ ტილდენი არჩევნების შედეგებს გააპროტესტებდა. მათ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობაში უმნიშვნელო განსხვავება იყო:

„ამერიკის ისტორიაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვე საქმე ამით მთავრდება.“

სიტყვით გამომსვლელმა ისტორიკოსებმა ინტერნეტით მაყუირებლის კითხვებსაც უპასუხეს. მაგალითად ერთმა ქალბატონმა მათ ინდოეთიდან შეკითხვა დაუსვა იზრდება თუ არა პრეზიდენტის რეიტინგი ინაუგურაციის შემდეგ. როგორც ჩანს არა, მაგრამ ბალოს თქმით:

„ის ადმინისტრაციისთვის მომავალი ოთხი წლისთვის საფუძლვეს ამზადებს.“

1933 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მისი ადმინისტრაციის შეუპოვრობისთვის ნიადაგი მოამზადა:

„ერთადერთი რისაც უნდა გვეშინოდეს თავად შიშია.“
თქვა პრეზიდენტმა.

1933 წელს ამერიკაში დიდი დეპრეზია მძვინვარებდა და უმუშევრობის მაჩვენებელი 25 პროცენტი იყო.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ საინაუგურაციო სიტყვა, ყოველთვის ერის წინაშე არსებულ დილემაზე საუბრობს. პიტერ ონუფი ამბობს, რომ პრეზიდენტები ფიქრობენ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს კრიზისი და რა სირთულეები ჩანს სამომავლოდ.

„ბარაკს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ საინაუგურაციო ტიტყვაში ის ხალხზე ისაუბრებს და იტყვის იმას, თუ როგორი ძლეირი ერია ამერიკელები და როგორ ხვდებიან ისინი მათ წინაშე არსებულ ნებისმიერ გამოწვევას.“
XS
SM
MD
LG