ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აშშ-ის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელდა. ამერიკის ეროვნული გამოკითხვების ცენტრის თანახმად, მან თანაპარტიელები, პრეზიდენტი ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჯაბნა. კლინტონმა გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსაც გაუსწრო.
კლინტონი ამერიკელთა 61%-ის მოწონებას იმსახურებს, როგორც 2016 წლის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი. ნეგატიური შეფასება მას ამერიკელთა 34% -მა მისცა. კვლევა ქუინიპიაკის უნივერსიტეტმა პარასკევს გამოაქვეყნა.