ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიში ჯეიმს კომის დათხოვნის აუცილებლობას ამართლებს


დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერით“ თქვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ახლადგამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გამოძიებას ეხება, ამტკიცებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, სამართალდამცავი სააგენტოს არაეფექტური ლიდერი იყო და კომის დათხოვნით ქვეყანას „დიდი სამსახური „ გაუწია.

იუსტიციის დეპარტამენტის შიდა აუდიტორმა თავის ანგარიშში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გამოძიების წარმართვის საკითხზე კომი მკვეთრად გააკრიტიკა, მაგრამ თქვა, რომ გამომძიებლებმა ვერ იპოვეს იმის სამხილი, რომ კომის საქციელი „პოლიტიკური მიკერძოებით“ იყო მოტივირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG