გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებით, აღმოჩენილია კლინტონის ახალი ელექტრონული მიმოწერა და ბიურომ გამოძიება დაიწყო. საქმე უკავშირდება კლინტონის მხრიდან პირადი ელ-ფოსტის სამსახურეობრივი მიმოწერისთვის გამოყენებას და ამ საქმის დამატებით შესწავლას ახლად-აღმოჩენილი დოკუმენტების საფუძველზე. კლინტონი და მისი მხარდაჭერები არჩევნებამდე 10 დღით ადრე გამოძიების დაწყებას და FBI-ის განცხადებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
28 ოქტომბერს, FBI-ს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესის ლიდერებს წერილით მიმართა, სადაც ის აღნიშნავდა რომ გამოძიებამ არ იცის რამდენად მნიშვნელოვანია აღმოჩენილი ელექტრონული მიმოწერა, თუმცა ბიურო აპირებს საქმის გადახედვას.