ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვე რჩება, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ 80 პროცენტზე მეტი შანსი არსებობს იმისთვის, რომ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა, უძრავი ქონების მაგნატი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხოს. ტრამპი არჩევითი თანამდებობისთვის პირველად იბრძვის.
წინასაარჩევნო კამპანიებისთვის 12 კვირა რჩება, 8 ნოემბრის არჩევნები კი პრეზიდენტ ობამას შეცვლის, რომელიც ოვალურ კაბინეტს იანვარში დატოვებს. სექტემბერში და ოქტომბერში, კლინტონსა და ტრამპს შორის უკვე დაგეგმილ სამ დებატს, ორივე კანდიდატის წარმატების მაჩვენებლის შეცვლა შეუძლია.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სწორედ ასეთ, საარჩევნო ბრძოლის ველის შტატებში, კლინტონი უკვე აგროვებს 538 კაციანი ამომრჩეველთა კოლეჯის უმრავლესობას, 270 ხმას
ამ დროისთვის, ანალიტიკოსები ხედავენ, რომ საარჩევნო რბოლა კლინტონის სასარგებლოდ არის გადახრილი. ეროვნულ გამოკითხვებში ის 7 პროცენტიან უპირატესობას მყარად ინარჩუნებს, მნიშვნელოვან შტატებში კი, სადაც არჩევნების ბედი წყდება, გარღვევას ზრდის. ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნები საყოველთაო ხმის მიცემით არ განისაზღვრება. ის 50 შტატში ხმის მიცემით გადაწყდება, რომლის დროსაც, ამომრჩეველთა კოლეჯში ყოველი შტატის მნიშვნელობა, მისი მოსახლეობის რიცხვით და კონგრესში სენატორების და წარმომადგენლებისრაოდენობით განისაზღვრება.
თითქმის 40 შტატში, არჩევნებიდან არჩევნებამდე, დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს უჭერდნენ მხარს. დანარჩენ 10 შტატში, სადაც პარტიების მიმართ მუდმივი ერთგულებით არ გამოირჩევიან, კანდიდატების და დღის პოლიტიკური საკითხების მიხედვით, მხარს ხან ერთ პარტიას უჭერდნენ, ხან მეორეს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სწორედ ასეთ, საარჩევნო ბრძოლის ველის შტატებში, კლინტონი უკვე აგროვებს 538 კაციანი ამომრჩეველთა კოლეჯის უმრავლესობას, 270 ხმას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ის ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი და პირველი მთავარსარდალი გახდეს.
„ნიუ იორკ თაიმსი“, არჩევნების წინასწარმეტყველების ვებ-გვერდი „538“, პრინსტონის საარჩევნო კონსორციუმი და „PredictWise”, ყოველი მათგანი ამბობს, რომ კლინტონს გამარჯვებისთვის 80 პროცენტი ან მასზე მეტი შანსი აქვს. პოლიტიკური ანალიტიკოსები: ჩარლი კუკი, ლარი საბატო, სტიუარტ როტენბერგის ჯგუფი და ნათან გონზალესი ამბობენ, რომ არჩევნების სასწორი კლინტონისკენ იხრება.
ყრილობის შემდგომი გაძლიერება
ტრამპსაც, რომელმაც გამოცდილ რესპუბლიკელ ფუნქციონერებს გაუსწრო და პარტიისგან საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა და კლინტონსაც, ყოფილ პირველ ლედის, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეროვნული ყრილობების შემდეგ, პოლიტიკურ მიმოხილვებში ახალი მხარდაჭერა ჰქონდათ. რესპუბლიკელთა ყრილობის შემდეგ, ეროვნულ გამოკითხვებში, ტრამპს კლინტონთან ვირტუალური თანაბარი ქულები ჰქონდა, მაგრამ დემოკრატთა ყრილობის შემდეგ კლინტონმა უპირატესობა სწრაფად აღიდგინა და გამოკითხვები ერთხმად აჩვენებს, რომ კლინტონი ამ დროისათვის ლიდერია.
პოლიტიკურმა მიმომხილველმა კუკმა თქვა, რომ ორი პოლიტიკური ყრილობის დასრულების შემდეგ ეროვნული რბოლა არ დასრულებულა, ის ახლა “სრულად ჩამოყალიბებულია“:
ებ-გვერდმა „538“ კლინტონს ამომრჩეველთა კოლეჯში გამარჯვების 88 პროცენტიანი შანსი უწინასწარმეტყველა
„ბევრმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე საპრეზიდენტო რბოლის გამოკითხვების ბოლო ექვს ათწლეულში, კანდიდატი, რომელსაც ბოლო ყრილობის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ გამოკითხვებში უპირატესობა აქვს, ყოველთვის იმარჯვებდა. ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, ამ რბოლაში ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს დაამარცხებს, თუმცა როგორი უპირატესობით, ეს ჯერ გაურკვეველია.“
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელებს ორივე კანდიდატის მიმართ უარყოფითი შეხედულებები აქვთ, მაგრამ ტრამპის მიმართ უფრო მეტად. მიმოხილვები ასევე აჩვენებს, რომ ზოგიერთმა ამომრჩეველმა უფრო ის უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანი არ მოსწონს უფრო მეტად.
ბოლო ორ კვირაში ტრამპის პოპულარობამ სწრაფად იკლო, როცა ერაყში დაღუპული მუსლიმი ამერიკელი ჯარისკაცის მშობლების შესახებ კომენტარი გააკეთა, რომლებმაც ფილადელფიაში მხარი კლინტონს დაუჭირეს.
ტრამპმა რუსეთს ურჩია, რომ კლინტონის კომპიუტერში მისი ათასობით წაშლილი ელექტრონული შეტყობინება ჰაკერული შეღწევით მოეძებნათ და განაცხადა, რომ ობამა და კლინტონი ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს დამფუძნებლები იყვნენ. მოგვიანებით მან თქვა, რომ ეს სარკაზმით ნათქვამი იყო.
ვებ-გვერდმა „538“ კლინტონს ამომრჩეველთა კოლეჯში გამარჯვების 88 პროცენტიანი შანსი უწინასწარმეტყველა. „ნიუ იორკ თაიმს“-მა მას 87 პროცენტი მიანიჭა და განაცხადა, რომ კომპიუტერული ანალიზით კლინტონს ხმების უმრავლესობის მოპოვების 1011 გზა აქვს, ტრამპს კი მხოლოდ 10.
ტრამპს უკან არ დაუხევია და ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა გამოაქვეყნა, ამასთან ერთად განაცხადა, რომ კლინტონს ჯიჰადისტებთან საბრძოლველად „სულიერი და ფიზიკური სტამინა„ არ გააჩნია.