ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა პარტიის ნომინაცია მიიღო


ყოფილმა პირველმა ლედიმ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია ოფიციალურად მიიღო.

68 წლის კლინტონი ამერიკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წამყვანი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.

კლინტონმა პარტიის ნომინაცია შიდა პარტიულ არჩევნებში მთავარი მეტოქის, ვერმონტელი სენატორის ბერნი სანდერსის დამარცხების შემდეგ მიიღო.

თეთრ სახლში შესასვლელად კლინტონი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ბოლო წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა ნაწილი ორივე კანდიდატის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ამავე კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა 30 პროცენტი კლინტონს სანდო კანდიდატად და ქვეყნის ყველაზე დასაფასებელ ქალაქ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG