ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI: კლინტონის წინააღმდეგ საქმე არ უნდა აღიძრას


გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი აცხადებს, რომ ბიუროს მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით ჰილარი კლინტონის მიერ პირადი სერვერის გამოყენების საკითხზე მის წინააღმდეგ საქმე არ უნდა აღიძრას.

შაბათს კლინტონი ბიუროს გამომძიებლებს შეხვდა და ოფიციალური მიმოწერისთვის პირადი სერვერის გამოყენების საკითხზე სამი საათი ესაუბრა.

კომიმ ასევე განაცხადა, რომ სახეზეა პოტენციური დარღვევების მაგალითები, “თუმცა, ჩვენი აზრით, არც ერთი როკურორი ამ საქმეს ხელს არ მოკიდებდა.”

მისი თქმით, კლინტონი პირადი და საქმიანი მიმოწერისთვის რამდენიმე სერვერს და მობილურ ტელეფონს იყენებდა. მოკვლევის დროს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 30 000 ელექტორნული წერილი წაიკითხა.

კომის თქმით, 110 იმეილი და 52 მიმოწერა გაგზავნის დროს გრიფირებულ საიდუმლოს შეიცავდა, 8 მიმოწერა კი - უმაღლესი საიდუმლოს კლასის ინფორმაციას. კომისვე ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია კლინტონის მიერ ოფიციალური მიმოწერის განზრახ წაშლას, თუმცა “კლინტონი და მისი თანამშრომლები კიდურესად უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.”

მიმოწერისთვის პირადი სერვერების გამოყენებას კლინტონი პირადი ინფორმაციის დაცულობით ხსნით, ანალიტიკოსების შეფასებით კი პირადი სერვერი მთავრობის სერვერზე ნაკლებად დაცულია.

XS
SM
MD
LG