ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა სასამართლოს დოკუმენტს ხელი მოაწერა


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საქმეზე გამოძიების წარმოებას განიხილავს, სადაც ინფორმაციის სენსიტიურობას შეისწავლის, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ იქნება სისხლის სამართლის გამოძიება.

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხელი მოაწერა სასამართლოს ოფიციალურ დოკუმენტს, რითაც ადასტურებს, რომ მან ამერიკის უმაღლესი დიპლომატის პოზიციაზე ყოფნის დროინდელი ყველა რელევენატური ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინა.

კლინტონის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ფედერალურ სასამართლოს გაეგზავნა, განზრახ ცრუ ჩვენების დამტკიცების შემთხვევაში ის ჯარიმას ითვალისწინებს.

კლინტონი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, საქმიანი მიმოწერისთვის პირადი იმეილების გამოყენებისთვის არაერთხელ გააკრიტიკეს. მან სახელმწიფო დეპარტამენტს მიმოწერის 55 ათასი გვედრი წარუდგინა და მათი გასაჯაროების უფლება მისცა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საქმეზე გამოძიების წარმოებას განიხილავს, სადაც ინფორმაციის სენსიტიურობას შეისწავლის, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ იქნება სისხლის სამართლის გამოძიება. გასულ კვირას აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა განაცხადა, რომ პირადი იმეილის მეშვეობით არასდროს მიუღია ან გაუგზავნია საიდუმლო ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG