ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ლაოსის ლიდერებს ხვდება


კლინტონი ბოლო 57 წლის მანძილზე ამერიკის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ლაოსს სტუმრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ლაოსის ლიდერებს ხვდება და მოლაპარაკებებს, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, ვიეტნამის ომთან დაკავშირებულ თემებზე აწარმოებს. ჰილარი კლინტონი ბოლო 57 წლის მანძილზე ამერიკის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ლაოსს სტუმრობს.

შეერთებული შტატები ლაოსში 1964-75 წლებში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბების გაუვნებელყოფას აგრძელებს. ამერიკამ 23 ათას ჰექტარზე მილიონზე მეტი აუფეთქებელი ბომბის მოძებნა და განეიტრალება შეძლო. ტერიტორია ამჟამად ფერმერული საქმიანობის განვითარებისთვის მზად არის.

სახელმწიფო მდივანი დღეს კამბოჯასაც ესტუმრება, სადაც ის რეგიონალურ კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG