ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კონფერენცია ქაბულში


ავღანეთი დიდ საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადება, რომლის მიზანიც იმის დემონსტრირებაა, რომ ავღანეთს საკუთარ უსაფრთხოებაზე და განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ქაბულში დღეს დილიდან უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია შემოღებული. კონფერენციაში სამოცი ქვეყნის უმაღლესი პირები მიიღებენ მონაწილეობას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და გაეროს გენერალური მდივნის ჩათვლით. კონფერენცია ხვალ დილით გაიხსნება. ავღანეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მზადყოფნას სახელმწიფო მართვის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობის და ეკონომიკური-სოციალური განვითარების მიმართ.

XS
SM
MD
LG