ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბრენანი სადაზვერვო უწყებაში გადაყავთ


ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე, სავარაუდოდ, მის მრჩეველს კონტრტერორიზმის საკითხებში ჯონ ბრენანს დაასახელებს.

პრეზიდენტი, ამ პოსტზე ბრენანის კანდიდატურას ჯერ კიდევ 2009 წელს განიხილავდა, თუმცა პროცესი დასრულდა, როცა ჯონ ბრენანმა საკუთარი კანდიდატურა იმ კრიტიკის ფონზე გამოითხოვა, რომელიც მას დაკითხვების წინააღმდეგობრივ კამპანიასთან აკავშირებდა.

ამ ადამიანს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა ქონდა. ერთ დროს მას საუდის არაბეთში, სააგენტოს წარმომადგენლის პოსტიც ეკავა.
XS
SM
MD
LG