ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის კომიტეტი ქრისტოფერ ვრეის უსმენს


ქრისტოფერ ვრეი
ქრისტოფერ ვრეი

დღეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნომინანტი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე-ქრისტოფერ ვრეი-სენატში იურიდიული კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხებს.

ვრეი პროკურორია და იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი. სენატორები მისი პროფესიულ გამოცდილების და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოზიციასთან მისი თავსებადობის გარკვევას შეეცდებიან.

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, რომელთაც ვრეისთან უმუშავიათ, მას თავდადებულ და თავდაჭერილ პროფესიონალად მოიხსენიებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG