ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მხარს უჭერს გენერალ ფლინისთვის იმუნიტეტის მინიჭებას


პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადებით, მხარი დაუჭირა მაიკლ ფლინს - მის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ხუთშაბათს გადამდგარმა გენერალმა, რუსეთის თაობაზე კონგრესში მიმდინარე გამოძიებაზე ჩვენებების მიცემის სანაცვლოდ, იმუნიტეტი მოითხოვა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი რუსეთთან ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრების კავშირებს იძიებს. მაიკლ ფლინს პოსტის დატოვება რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის გამო მოუწია. წარმომადგენელთა პალატასთან ერთად, საქმეს იძიებს სენატის დაზვერვის კომიტეტი და გამოძიების ფედერალური ბიურო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG