50 წელია მიდელბურგი ყოველწლიურ საშობაო აღლუმს მართავს.
ეს პატარა ქალაქი სანადიროდაც არაჩვეულებრივი ადგილია. მიდელბურგის მოსახლეობა ცხენებს აშენებს, შემდეგ კი ტყეში გარეულ მელიაზე სანადიროდ დადის.
„მეზობელი ქალაქებიდან ბევრი ჩამოდის . ისინი ქალაქის ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ “- ამბობს მიდელბურგის მკვიდრი.
მიდელბურგელები ძველ ტრადიციებში ცხენით ჯირითს და სტვირზე დაკვრას გულისმხობენ. თუმცა აქ ახლად დამკვიდრებული ტრადიციების მიმდევრებსაც ნახავთ: მაგალითად ბაიკერებს და მექსიკელ კოვბოებს.
„ჩვენ სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. მიდელბურგი კი ამ მხრივ განსხვავებულია “- ამბობს ტრიუ მეთიუ.
მეთიუ სპა სალონის გენერალური მენეჯერია. მისი თქმით, თუ მიდელბურგს ერთი დღე ეწვევით, ცხოვრების რიტმისგან დაისვენებთ:
„ჩვენი ქალაქი ერთი ნაბიჯით წარსულში დაგაბრუნებთ. შეგეძლებათ ღრმად ჩაისუნთქოთ და სულიერად მოდუნდეთ.“
ორგანიზატორების თქმით, ყოველწლიურად ცამეტ ათას ადამიანს ყოფნის იმის გამბედაობა, რომ ცივ ამინდში ჩამოვიდეს და აქაური სანახაობით დატკბეს:
„აქაურობა იმიტომ მომწონს, რომ მე თვითონ პატარა ქალაქიდან ვარ. მსიამოვნებს, როდესაც ადამიანები ერთამნეთთან ასე ახლოს ვართ“- ამბობს მიდელბურგის სტუმარი.
მიდელბურგში ამ დღეებში ცხენებსაც ძალზე ანებივრებენ:
„დილით დავბანეთ, ფაფარი დავვარცხნეთ. საზოგადოების წინაშე ჩვენი ცხენები ლამაზად უნდა წარსდგნენ,“- ამბობს ცხენების საჯინობოს მენეჯერი შერილ ჯორდანი.
შობის დროს მიდელბურგი უჩვეულოდ ლამაზია. ყოველწლიურად ქალაქს ათასობით ადამიანი სტუმრობს.