ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ეკონომიკა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 6.9 %-ით გაიზარდა. ეს პირველი წლიური ზრდაა, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს მონაცემი მთავრობის პროგნოზს თითქმის ნახევარი პროცენტით აღემაგება.

სტატისტიკის ეორვნული ბიუროს განცხადებით, ამგვარი ზრდის მიზეზი ექსპორტის გაზრდაა. გარდა ამისა, ჩინელმა მომხმარებელმა შიდა ბაზარზე შარშან მოსალოდნელზე მეტი თანხა დახარჯა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეკონომიკის ზრდა დაარწმუნებს ჩინეთის მთავრობას, რომ უარის თქმა გარემოს დამაბინძურებელ და ეკოლოგიურად სახიფათო ინდუსტრიებზე, რომლებმაც ჩინეთი მსოფლიოში მეორე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცია, სწორი გადაწყვეტილებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG