ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკული საგადასახადო რეფორმისთვის საპასუხოდ ემზადება


ჩინეთის ვიცე-ფინანსთა მინისტრი

ამერიკული კორპორატიული გადასახადების შემცირებამ, საერთაშორისო ამბიციების მქონე ჩინური კომპანიები სერიოზული დილემის წინაშე დააყენა.

გადასახადების შემცირებამ, შეერთებული შტატები მიმზიდველ ადგილად აქცია ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც შინ, ძალიან მაღალი გადასახადების და სხვა შეზღუდვების წინაშე დგანან. მეორეს მხრივ, მათ დასჯის რისკიც ემუქრება ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საზღვარგარეთ „არასაჭირო“ ინვესტიციებს ეწინააღმდეგება.

კვირის დასაწყისში, ჩინეთში უმაღლესი დონის, ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ყოველწლიური კონფერენცია დასრულდა, რომელზეც სამი წლის განმავლობაში „ფინანსურ რისკებთან ბრძოლის“ პირობა დაიდო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების საგადასახადო რეფორმა კონკრეტულად არ უხსენებიათ, აშკარა იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება, საკუთარი ეკონომიკისთვის გარედან შექმნილი რისკების წინააღმდეგ ემზადება.

XS
SM
MD
LG