ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა პირველ ავიამზიდზე მოიერიშე თვითმფრინავი დასვა


გემი დაუსრულებელი საბჭოთა ავიამზიდი იყო, რომლის გარემონტებასაც ჩინეთმა რამდენიმე წელი მოანდომა

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, თავისუფლების სახალხო არმიის საზღვაო ძალებმა წარმატებით დასვა მოიერიშე თვითმფრინავეი ჩინეთის პირველ ავიამზიდზე.

სააგენტო სინხუა იუწყება, რომ დღეს განხორციელებული დაშვება დებიუტი იყო ავიამზიდისთვის შექმნილი J-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავისთვის, რომელიც ჩინეთშია გაკეთებული.

ჩინეთმა აღნიშნული ავიამზიდი უკრაინისგან 1998 წელს იყიდა. გემი მაშინ დაუსრულებელი საბჭოთა ავიამზიდი იყო, რომლის გარემონტებასაც ჩინეთმა რამდენიმე წელი მოანდოmა.
XS
SM
MD
LG