ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ჩინურ მაღაროში


თვრამეტი მეშახტე დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

ჩინეთის ოფიციალური სააგენტოს ცნობით ქვანახშირის საბადოში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება.

სააგენტო იუწყება, რომ სამხრეთის პროვინციაში მდებარე მაღაროში სულ 28 მეშახტე იმყოფებოდა. ტრაგედიის შემდეგ, ხუთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. გასულ წელს, ჩინეთში ქვანახშირის მაღაროებში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG