ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პოზიცია სირიაში


მზარდი ეკონომიური ძალაუფლება ჩინეთის დიპლომატიური როლის მნიშვნელობას ზრდის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებული რეზოლუციის დაბლოკვის გამო დასავლეთი რუსეთს და ჩინეთს მკაცრად აკრიტიკებდა. თუმცა, ამჟამად თავად დასავლეთმა უკვე ღიად დაუჭირა მხარი სირიის ოპოზიციას. როგორია სირიის მიმართ ჩინეთის დამოკიდებულება? ამის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, შენონ ვან სანტი პეკინიდან არკვევდა.

იმ დროს, როდესაც სირიაში მწვავე ბრძოლები მიდის, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთს მიბაძა და სირიელი ამბოხებულების ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია ოფიციალურად აღიარა. სხვა ქვეყნებს, შეერთებული შტატების ჩათვლით, მსგავსი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ, თუმცა, კვლავ ითხოვენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას. ამ საკითხში ჩინეთის პოზიცია სხვაგვარია და უცვლელი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იონგ ჩანმა ბრიტანეთის ნაბიჯის კომენტირებისას განაცხადა, რომ ჩინეთი სირიის საკითხის პოლიტიკური გზებით გადაჭრის მომხრეა. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისმიერი აქცია მიმართული უნდა იყოს ძალადობის დასრულებისკენ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის დამყარებისკენ.

გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ჩინეთმა ორჯერ დაბლოკა. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ამგვარად ძლიერი და მყარი პოზიცია საერთაშორისო არენაზე ჩინეთის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად. კერი ბრაუნი სიდნეის უნივერსიტეტში ჩინეთის საკითხების ცენტრის დირექტორია.

„რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩინეთი განვითარებადი ქვეყანა იყო და შეკავებული დიპლომატიური პოზიცია ჰქონდა. ამჯერად, ის ჩართულია ისეთ საკითხებში, რომელში ჩართვისგანაც ის ადრე თავს იკავებდა,“ - აცხადებს ბრაუნი.

ჩინეთმა მიახლოებითი პოზიცია ჯერ კიდევ ლიბიის კრიზისის დროს დააფიქსირა, როდესაც მისი ხანგრძლივი მოკავშირის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებამ იფეთქა. მაშინაც, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც ნატოს ლიბიაში სამხედრო-საჰაერო კამპანიის დაწყებას სთხოვდა. საბოლოოდ, კადაფის რეჟიმის დასრულებაში დიდი წვლილი სწორედ ნატოს ქვეყნების ინტერვენციამ შეასრულა. ჩინეთს ლიბიაში მსხვილი ეკონომიკური ინტერესი გააჩნდა. ჩინური მედიის თანახმად, სამშენებლო პროექტებში ჩინეთს დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი ქონდა ჩადებული. ასევე, იქ 35 ათასი ჩინელი მუშაობდა. რაც შეეხება სირიას, აქ ჩინური ინტერესი განსხვავებულია. სარა რაინი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარია.

„ვფიქრობ, საბოლოოდ სირიაში პეკინი წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან ერთის მხრივ პეკინს ასადის მიმართ არც სიყვარული აქვს და არც დიდი ქონება გააჩნია იქ,“ - ამბიობს სარა რაინი.

თვის დასაწყისში ჩინეთმა სირიის შესახებ ოთხპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წამოაყენა. მან მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.

ვიდრე ანალიტიკოსები ამ გეგმის შესახებ მსჯელობენ, ჩინეთი საერთაშორისო ვითარებაზე პაუსიხმგებლობას ინაწილებს. ანალიტიკოსი კერი ბრაუნი აცხადებს, რომ მზარდი ეკონომიური ძალაუფლება ჩინეთის დიპლომატიური როლის მნიშვნელობას ზრდის.

„ჩვენ შეიძლება ვიხილოთ მსოფლიო, სადაც ჩინეთი ჰუმანიტარული დახმარების მართვის და განაწილების საკითხებში იქნება ჩართული, ასვე ჩაერევა იმ რეგიონებში, რომელთაც მასზე პირდაპირი გავლენა არ გააჩნია. საკითხავია, რადენად ბედნიერი იქნება ამით შეერთებული შტატები, ევროპა და ავსტრალია,“ - ამბობს ბრაუნი.

სირიაში ბრძოლები გრძელდება. სავარუდოდ, ჩინეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება, რომ პეკინმა სირიელ ამბოხებულებს მხარი დაუჭიროს. აღსანიშნავია, რომ სირიელი ამბოხებულების მხარდამჭერი ქვეყნები 30 ნოემბერს ტოკიოში შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG