ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

24 წელი ტიანანმენის პროტესტიდან


1989 წელს პეკინში ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სტუდენტები კორუფციასაც აპროტესტებდნენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00
ბმული

ამ კვირას ოცდაოთხი წელი სრულდება, რაც ჩინური კომუნისტური პარტია სასტიკად გაუსწორდა ტიანანმენის საპროტესტო აქციის მონაწილეებს. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ბილ აიდლი პეკინიდან იუწყება, მმართველი პარტია არ ცვლის დამოკიდებულებას პროტესტის მიმართ, თუმცა ასევე აცხადებს მზაობას უფრო მეტი პოლიტიკური გამჭვირვალობისთვის.
როდესაც 1989 წელს პეკინში ტიანანმენის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, ხალხს ლიბერალური რეფორმის იმედი გაუჩნდა. მას შემდეგ, ოც წელზე მეტი გავიდა და სიტყვა „რეფორმას“ მახინჯი დატვირტთვა მიეცა, ამბობს ჩინელი ისტორიკოსი ჟანგ ლიფანი.
დღესდღეობით ჩინოვნიკები რეფორმით ამართლებენ მიწის წართმევას მოსახლეობისაგან ან ახალი უბნების აშენებას, რაც მათი ტქმით ეკონომიკურ ზრდას ემსახურება.
„1980-იან წლებში რეფორმა იყო სიტყვა, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული იყო და მხარს უჭერდა. რეფორმატორული აზროვნება და რეფორმის პროცესის წინსვლა დადებით ცნებებს წარმოადგენდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, რეფორმა არის ცნება, რომელიც ხალხისთვის ნიშნავს ძარცვას,“ - ამბობს ჟანგ ლიფანი.
1989 წელს ტიანანმენზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილები ქვეყანაში არსებუკლ კორუფციასაც აპროტესტებდნენ. პრობლემა ისევ არ მოგვარებულა და მართველი კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ კორუფცია მის გადარჩენას საფრთხეს უქმნის.
ანალიტიკოსი დევიდ ქეილი ჩინურ პოლიტიკაზე საუბრობს.
„კორუფცია დღეს სხვანაირად არის. ის მართლაც ორგანიზაციის საძირკველია, რომელიც მაფიაში გადაიზარდა, ოჯახი გახდა. 80-იანების მექრთამეობამ წვლილი შეიტანა მაშინდელი ფასეულობების ჩამოყალიბებაში - დაარღვევდი კანონს და ქრთამით იშოვიდი ცოტაოდენ დამატებით თანხას, მაგრამ ამავე დროს ეხმარებოდი რეფორმის პროცესს და ამაში დამატებით ქულებს იღებდი,“ - ამბობს ქეილი.
ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ტიანანმენზე მომხდარი სასტიკი დარბევის დროს, მაგრამ სავარაუდო ციფრი სხვადასხვა შეფასებებით ასიდან იწყება და რამდენიმე ათასს აღწევს.
როდესაც ჩინეთის ოფიციალურ პირები ტიანანმენის მოვლენების შესახებ სუაბრობენ, ისინი აქცენტს აკეთებენ სასიკეთო ცვლილებებზე, რაც ჩინეთში მოხდა ამ პროტესტის შემდეგ. მაგალითად, ეკონომიკური რეფორმები, საუბარს იწყებენ დემოკრატიაზეც. საზოგადოების ტოტალური კონტროლი 80-იანი წლების ბოლოსთან შედარებით, დღეს ბევრად შემცირებულია, ამბობს ჩინელი ისტორიკოსი ჟოუ დუო.
„ინფორმაციაზე და აზროვნებაზე კონტროლი 1980-იან წლებში ბევრად მკაცრი იყო. თავისუფლება დღეს უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება მაინც არ არსებობს. განსხვავებული პოლიტიკური იდეებისა და ხედვების რეპრესირება ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან მძლავრობს,“ - აცხადებს ჟოუ დუო.
დღემდე, როდესაც მოქალაქეები ტიანანმენის სტუდენტების მსგავსად პროტესტის გაძლიერებას დააპირებენ, მათ მალევე იჭერენ და ბრალდების წაყენების გარეშე აპატიმრებენ.
XS
SM
MD
LG