ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ამერიკის მოქალაქე გაათავისუფლა


ცნობილი ინჟინერ-გამომგონებელი ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების განხრით მუშაობდა და ის კომერციული საიდუმლოს მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს

ამერიკელ ბიზნესმენს, რომელიც ჩინეთში ხუთი წლის განმავლობაში იყო დაკავებული, შინ დაბრუნების უფლება მისცეს. გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის დაგეგმილი უმაღლესი დონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა.

ჰუ ზინჩენგი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც მშობლიურ ჩინეთში 2004 წელს დაბრუნდა. ცნობილი ინჟინერ-გამომგონებელი ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების განხრით მუშაობდა. კონკურენტული ფირმიდან კომერციული საიდუმლოს მოპარვის ბრალდებით 2008 წელს ჰუ 17 თვით დააპატიმრეს. ინჟინერს ბრალი არ დაუმტკიცდა, თუმცა გათავისუფლების მიუხედავად, მას ამერიკაში დაბრუნების უფლება არ მისცეს. ჰუ ზინჩენგი ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს ღამით ჩამოფრინდა.
XS
SM
MD
LG