ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებას იუწყება


ჩინეთი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მეტი კლების შესახებ იუწყება. ორ თვეზე მეტი ხნის წინ, ჩინეთის ტერიტორიაზე ამ ვირუსის აფეთქების შემდეგ, ავადმყოფობამ 2 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს “კოვიდ-19”-ის სულ 394 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, რომელიც წინა დღით აღიცხულ, 1749 შემთხვევასთან შედარებით, გასული თვის შემდეგ, დაავადების შემთხვევების რიცხვის ყველაზე მეტი ვარდნაა. ვირუსის მიზეზით კიდევ 114 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, დადასტურებული სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი 2118-მდე გაიზარდა. დაავადების დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რიცხვი კი 74576 გახდა.

ჩინეთის გარეთ, როგორც იუწყებიან, ვირუსის გამო სულ ცოტა 11 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, ერთი სამხრეთ კორეაში, ორი ირანში და 80 წლის ხანდაზმული წყვილი საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამაში ღუზაზე დგას და მისი 3700 მგზავრი კარანტინში იმყოფება. თუმცა კარანტინმა არასასურველი შედეგი მოიტანა, გემზე მყოფი 621 მგზავრის ვირუსით ინფიცირება მოხდა. ახლა ამ გემზე, ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი დაჯგუფებაა, რომელიც ჩინეთის ტერიტორიის გარეთ აღირიცხა.

დადასტურებული შემთხვევების დღიური რიცხვის შემცირების მიუხედავად, კვირის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანები გააფრთხილა, რომ დამშვიდება და იმის დაჯერება, რომ ყველაზე უარესი უკან მოიტოვეს, არ შეიძლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ ვირუსის აფეთქება რომელი მიმართულებით წავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG