ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ვირუსის კიდევ 254 მსხვერპლის და ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება


ცენტრალური ჩინეთის, ჰუბეის ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი კორონა-ვირუსის აფეთქების შედეგად კიდევ 254 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე გამოაცხადეს, რომ დაავადების შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა, პროვინციის, რომელიც იმ ვირუსის აფეთქების ეპიცენტრია, რომელმაც 1367 ადამიანი იმსხვერპლა, განაცხადეს, რომ ვირუსის აღმოჩენის ლაბორატორიული მეთოდი, სხეულის კომპიუტერული სკანირების მეთოდით შეცვალეს. მეთოდის ცვლილებამ, ჩინეთში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად გაზარდა და დაახლოებით 60 ათასს მიაღწია.

ახალი გარდაცვალებების და ინფექციების შესახებ ინფორმაცია იმის მომდევნო დღეს გავრცელდა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი, უკვე მეორე დღის განმავლობაში უწყვეტად მცირდებოდა.

მიაჩნიათ, რომ ვირუსი გამოჩნდა გასულ წელს, ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე, სადაც გარეული ცხოველი და თევზი უკანონოდ იყიდებოდა.

XS
SM
MD
LG