ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი მიტ რომნის აკრიტიკებს


ჩინეთი მიტ რომნის აკრიტიკებს
ჩინეთი მიტ რომნის აკრიტიკებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიტ რომნი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ჩინეთთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო კომენტარებს აკეთებს. რომნი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.

რომნიმ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში აღნიშნა, რომ ჩინეთი არაკეთილსინდისიერ პოლიტიკას აწარმოებს ვაჭრობის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ვალუტის გაცვლის მიმართულებით. რომნიმ ამერიკის ადმინისტრაციაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ობამა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთის მზაკვრულ პოლიტიკას ხელი შეუშალოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბატონმა რომნიმ განცხადებები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიოს და იფიქროს იმაზე, თუ რა გავლნა შეიძლება ჰქონდეს მის სიტყვებს ამერიკა-ჩიენთის ურთიერთობაზე.

XS
SM
MD
LG