ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა


ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა ლი ჯაოხინგმა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში გააჟღერა.

ჩინეთის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 2012 წლისთვის 11 მთელი 2 მეათედი პროცენტით ანუ 106 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა ლი ჯაოხინგმა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში გააჟღერა.

ბატონი ლის თქმით, ისეთ დიდ ქვეყანას როგორიც ჩინეთია, რომელშიც მილიარდ ნახევრამდე მოსახლეობა ცხოვრობს, ძლევამოსილი და თანამედროვედ აღჭურვილი არმია სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის შემდეგ, სიდიდით მეორეა მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG