ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური ფალსიფიკაცია


29 ადამიანია დაჭერილი ჩინეთიდან ამერიკაში მილიონობით დოლარის ღირებულების ფალსიფიცირებული ნაკეთობების შემოტანის ბრალდებით.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ დაახლოებით 29 ადამიანია დაჭერილი, ჩინეთიდან ამერიკაში მილიონობით დოლარის ღირებულების ფალსიფიცირებული ნაკეთობების შემოტანის ბრალდებით.

ეჭვმიტანილები ორი სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. ისინი ამერიკაში 325 მილიონი ლოლარის ღირებულების ფალსიფიცირებული საქონლის შემოტანას გეგმავდნენ, მათ შორის იყო გუჩის, ვერსაჩისა და პრადას ჩანთები, ნაიკის ფეხსაცმელი, და უამრავი სხვა დიზაინესი ტანისამოსი და აქსესუარები.

ამერიკის პროკურატურა ფალსიფიცირების საქმეს 2 წელი იძიებდა. დღეს განხორციელებული დაპატიმრების 29 შემთხვევა ამ გამოძიების შედეგია.

XS
SM
MD
LG