დედამიწის ორბიტაზე მყოფმა ჩინელმა ასტრონავტმა სკოლის მოწაფეებს გრავიტაციის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარა. ვანგ იაპინგი მეორე ჩინელი ქალი ასტრონავტია, რომელიც ორ ჩინელ ასტრონავტთან ერთად კოსმოსური ხომალდ „შენზოუ-10“-ის ეკიპაჟის წევრია.
ჩინელმა ქალბატონმა ლექცია ტიანგონგ-1-ის ექსპერიმენტული სადგურიდან წაიკითხა, რომელსაც ჩინეთი მომავალი კოსმოსური სადგურის პროტოტიპად მიიჩნევს.
ვანგ იაპინგი პეკინის სკოლის მოსწავლეებს კითხვა პასუხის ფარგლებში ესაუბრებოდა. ეს ლექცია 60 მილიონმა ჩინელმა მოწაფემ მოისმინა.