ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადავო ტერიტორიებზე ჩინეთი საპასუხო განცხადებას აკეთებს


ამერიკული საზღვაო ფლოტის ტექნიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში
ამერიკული საზღვაო ფლოტის ტექნიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ არ აპირებს საკუთარი განცხადებიდან უკანდახევას და რომ ის აკონტროლებს სამხრეთ ჩინეთის სადავო წყლებს. დღეს, პეკინში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი იქ არსებულ “კუნძულებს და მიმდებარე წყლებს” ერთპიროვნულად აკონტროლებს. განცხადება ასევე მიუთითებს, რომ “შეერთებული შტატები სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხში მონაწილე მხარე არ არის”.

მოვლენებს წინ უძღოდა ორშაბათს, თეთრი სახლის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც შონ სპაისერმა თქვა, რომ ამერიკა “საერთაშორისო ტერიტორიებს დაიცავს”, მათ შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვას. სპაისერის თქმით, შეერთებული შტატები ამ ტერიტორიების დასაკუთრებაში ჩინეთს წინ აღუდგება.

XS
SM
MD
LG