ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ტრამპის განცხადებების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს 


ჩინეთმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ტაივანის შესახებ გაკეთებულ კომენტარზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გადახედავს „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას, იმ შემთხვევაში თუ პეკინი ვაჭრობის კუთხით დათმობებზე არ წავა.

1979 წელს ჩინეთი ამერიკასთან ერთად ერთიან ხელშეკრულებას შეუერთდა, რომლის მიხედვით ამერიკამ აღიარა ჩინეთი მის დადგენილ საზღვრებში, ტაივანთან ერთად. ჩინეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველია და მოუწოდა მომავალ პრეზიდენტს საკითხის მნიშვნელობა გაანალიზოს.

ფოქს ნიუსთან საუბარში, 11 დეკემბერს, ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარარი ახსენა, რომელიც ამერიკის ლიდერსა და ტაივანის ხელისუფლებას შორის პირველი კონტაქტია, 1979 წლის შემდეგ. არჩეულმა პრეზიდენტმა ჩინეთი გააკრიტიკა მონეტარული პოლიტიკის და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მისი ქმედებების გამო. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა პეკინის წარუმატებლობას აღკვეთოს მისი მეზობელი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდები.

XS
SM
MD
LG