ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი რუსეთზე, ჩინეთსა და გარემოზე


რექს ტილერსონი

მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანამდებობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა სენატში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან მიმართებაშიც ახალი მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

მოსმენის პარალელურად, ვაშინგტონში, „ექსონ მობილის“ ოფისთან აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებიც კლიმატურ ცვლილებს აპროტესტებდნენ.

სენატორების მხრიდან, კითხვების უმეტესობა ტილერსონის რუსეთთან ურთიერთობებს ეხებოდა. გლობალური ნავთობ კორპორაციის სათავეში ყოფნისას ტილერსონი რუსულ ნავთობ-კომპანიებთან, მათ შორის, სახელმწიფო კომპანია „როსნეფტთან,“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სენატორებს აინტერესებდათ თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ტილერსონი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ კიბერ-შეტევებსა და ამერიკის მოკავშირეების დაშინებაში ედება ბრალი.

„იქ სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, თანამშრომლობა უნდა მოვახერხოთ - მაგალითად, ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ. იქ სადაც ჩვენს შორის განსხვავებებია, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესები. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიქნებით ანგარიშვალდებული აღებული მოვალეობების და ჩვენი მოკავშირეების მიმართ და რომ რუსეთი პასუხის აგებს მის ქმედებებზე," განაცხადა მან.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთბებზე საუბრისას, ტილერსონმა თქვა, რომ ჩინეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკისთვის სანდო პარტნიორი გახდეს.

„სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის მიერ კუნძულების დაპატრონება უკანონოა და სადავო ტეროტორიის საერთაშორისო ნორმების დარღვევის გზის მითვისებას წარმოადგენს. ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო მეთოდები ყოველთვის არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ჩინეთი ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას იპარავს და ციფრულ-ტექნოლოგიურ სფეროში აგრესიულად მოქმედებს.“

გარემოს დამცველებმა შეხვედრა რამდენჯერმე შეაფერხეს ხმაურიანი განცხადებებით. ტილერსონის თქმით, ის აცნობიერებს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ რისკებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კლიმატის ცვლილების საკითხის გარშემო მოლაპარაკებებში მონაწილეობა გააგრძელოს.

XS
SM
MD
LG