ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში კანადელ ბიზნესმენს ჯაშუშობისთვის 11 წელი მიუსაჯეს


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ ბიზნესმენ მაიკლ სპეივორის მიმართ ჩინეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი - 11-წლიანი პატიმრობა - "აბსოლუტურად მიუღებელი და უსამართლოა".

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ დანდონში სასამართლომ სპეივორი ჯაშუშობაში სცნო დამნაშავედ. ბიზნესმენის საქმის შესახებ პირველი და ერთადეერთი სასამართლო სხდომა 6 თვის წინ გაიმართა და მასზე დასწრების შესაძლებლობა კანადელ დიპლომატებსაც კი არ მიეცათ.

ტრუდომ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც "სამართლებრივი პროცესის გამჭვირვალობის ნაკლებობის" გამო ჩინურ მხარეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს სასამართლო საერთაშორისო სამართლის მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებდა.

ჩინეთის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეივორის სასჯელის ნაწილი დეპორტაციაცაა და მას კანადაში გაამგზავრებენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი დეპორტაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG