ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში, ბრიტანეთის მოქალაქე, რუსეთისთვის აგენტობის ბრალდებით დააკავეს


გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრიტანელი მამაკაცი დააპატიმრეს, რომელიც ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და დოკუმენტებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ფულის სანაცვლოდ გადასცემდა.

გერმანელი პროკურორები ამბობენ, რომ 57 წლის მამაკაცის სახლი და სამუშაო მაგიდა გაჩხრიკეს, სამხილებს კი ოთხშაბათს წარადგენენ, როდესაც დაკავებული მოსამართლის წინაშე წარსდგება.

"მინიმუმ ერთხელ მაინც, მან რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს, გადასცა დოკუმენტები, რომლებიც თავისი პროფესიული საქმიანობის დროს მიიღო", - ნათქვამია გერმანიის მთავარი ფედერალური პროკურატურის განცხადებაში.

”ბრალდებულმა გაცემული ინფორმაციის სანაცვლოდ ჯერ კიდევ უცნობი თანხა მიიღო”, - აცხადებენ პროკურატურაში.

გერმანიაში ამბობენ, რომ ბრიტანელი მამაკაცის მოტივაცია, სავარაუდოდ, ფული იყო. როგორც ადგილობრივ თანამშრომელს, მას არ ჰქონდა წვდომა მაღალი დონის საიდუმლო მასალებზე.

გერმანული ონლაინ ჟურნალი "ფოკუს ონლაინი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან რუსებს მიაწოდა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას კონტრტერორისტულ საკითხებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG