ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი დისიდენტი განაჩენს ელის


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ჩინელი დისიდენტი სი ჟიონგის ადვოკატი აცხადებს, რომ ერთ-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლე განაჩენს კვირა დილას გამოიტანს.

სის ბრალად ედება „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით ხალხის შეკრება.“ სასამართლოს მსვლელობისას სი მდუმარედ იდგა და საკუთარი თავის დაცვა არ უცდია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სი 40 წლის იურისტია, რომელმაც „ახალი მოქალაქეების მოძრაობა“ შექმნა, რომელიც დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდებას ცდილობს ჩინეთში.
XS
SM
MD
LG