ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოიო მას "აბრეშუმის გზა"


ანტიკური დროის შემდეგ ამ მარშრუტის მთავარი მონაპოვარი კულტურული და ადამიანური ურთიერთობები იყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00
ბმული
"სილქ როუდ ორკესტრის" მუსიკოსები ანტიკური სავაჭრო გზის მარშრუტის მიხედვით, ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე 6ათას ხუთას კილომეტრს გადიან. წარსულისგან განსხვავებით, ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას აბრეშუმის, ძვირფასი ქვების და ნელსაცხებლების ნაცვლად მუსიკალურ შედევრებს სთავაზობენ.

გაეროს მშვიდობის დესპანი იოიო მა ამბობს, რომ ანტიკურ დროშიც აბრეშუმის გზის მარშრუტის მთავარი მონაპოვარი კულტურული და ადამიანური ურთიერთობები იყო.

"სილქ როუდ ორკესტრის" მუსიკოსები 20 ქვეყანას წარმოადგენენ. ისინი მზად არიან საკუთარი ტრადიცია და გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს გაუზიარონ.

„ჩვენი მიზანია მუსიკისა და ხელოვნების საშუალებით დავანახოთ მსმენელს, თუ რამდენი რამ გვაქვს საერთო.“

კრისტინა პატომ გალისიური სტვირი პირველად ბავშვობაში დაუკრა. მას ვერ წარმოედგინა, რომ ოდესმე ესპანურ ეროვნულ საკრავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ააჟღერებდა:

„საშუალება მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის ტრადიცია ინდოეთის, იაპონიის და ირანის მოსახლეობას გავაცნო. არსებობს გზები, რომლებიც დედამიწაზე ადამიანებს ერთმანეთისგან კი არ გვაშორებს, არამედ გვაკავშირებს.“

ორკესტრის ხელმძღვანელი იოიო მა წევრებს შორის ნდობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, ყოველი მათგანი საკუთარი მონაცემებითა და კულტურული ტრადიციებით უნიკალურია.

„როდესაც რომელიმე ჩვენთაგანს ახალი იდეა აქვს, ჩვენ მას აუცილებლად ვითვალისწინებთ. შემდეგი იდეა სხვა მუსიკოსს უჩნდება და ასე იქმნება რეპერტუარი.“

ინდური საკრავის - ტაბლას შემსრულებელს სანდიფ დასს კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს:

„მუსიკოსებთან მუშაობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ერთი შეხედვით თითქოს განსხვავებულ ადამიანებს, ძალიან ბევრი რამ საერთო გვაკავშირებს.“

მასაჩუსეტის შტატი "სილქ როუდ ორკესტრისთვის" მშობლიური ადგილია. ტანგელვუდში ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.

დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „პირდაპირი ეთერი ტანგელვუდიდან“ ორკესტრის სამუშაო პროცესს და რეპეტიციებს ასახავს.
ჩელისტი იოიო მა ამბობს, რომ "სილქ როუდ ორკესტრის" მთავარი მისია ემოციებით მართული განათლების გაზიარებაა. ამიტომაც გასტროლების დროს ორკესტრის წევრები ზოგიერთ ქალაქში რჩებიან და ვორქშოფებს ატარებენ . ამ ქვეყნების სიაშია: ჩინეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბრაზილია მოხვდნენ.

„ჩვენ გარკვეულწილად ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებს. გვაინტერესებს, თუ რამდენი ქვეყანა შეიძლება მშობლიური გახდეს და რისი გაკეთების უნარი შესწევს ადამიანს.“
XS
SM
MD
LG