ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთის ქვეყნები დაადანაშაულეს შეუფერებელ ქმედებებში. თუმცა, ორშაბათს პეკინში გამართული შეხვედრისას, თანამშრომლობისკენ მოწოდებაც არაერთხელ გაკეთდა.

ჩინური მხარე ამერიკას ისეთ ქმედებებში ადანაშაულებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას ვნებს. ჩინელ კოლეგასთან შეხვედრამდე კი, პომპეომ თქვა, რომ შეერთებული შტატები თავადაა უკმაყოფილო ჩინეთის ზოგიერთი ქმედებით.

პეკინის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩინეთი სამხედრო აგრესიაშიც კი დაადანაშაულა, ვაჭრობის კუთხით "ქურდი" უწოდა და ადამიანთა უფლებების დარღვევაშიც დასდო ბრალი ისევე, როგორც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ, ამერიკის არჩევნებში ჩარევაში.

პომპეო ჩინეთში სამხრეთ კორეიდან გაემგზავრა, სადაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მან და კიმ ჩენ უნმა განიხილეს დონალდ ტრამპისა და კიმის მეორე შეხვედრის სავარაუდო დრო და ადგილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG