ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები


მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები
მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები

შანჰაიში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი ჰურუნის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების უმრავლესობა ჩინელია. ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი ქალიდან 11 ჩინელია.

53 წლის ჟან იინი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია, მისი ქონება დაახლოებით 5მთელ 6მეათედ მილიარდ დოლარს შეადგენს. იინს ქაღალდის გადასამუშავებელი ბიზნესი აქვს.

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა ვინფრი მდიდარი ქალების სიაში მე-9-ე ადგილზეა და მისმა ქონებამ წელს 2 მთელი 3 მეათედი მილიარდი დოლარი შეადგინა. ბრიტანელი მწერალი ჯეი კეი როლინგი, პოპულარული საბავშვო წიგნი ჰარი პოტერის ავტორი მსოფლიოს მე-20-ე მდიდარი ქალია. მისი ქონება 1 მილიარდი დოლარია.

XS
SM
MD
LG