ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ, კორონავირუსით გარდაცვალების 121 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ჯამში ამ დაავადების გამო, უკვე 1,400 ადამიანი გარდაიცვალა.

კომისია, ასევე, ადასტურებს, რომ ვირუსის 5,090 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, კომისიის ვიცე-მინისტრმა თქვა, რომ ვირუსით დაავადდა 1,716 სამედიცინო პერსონალიც. მათგან 6 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 63, 851 ადამიანს შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ადგილი ქალაქ ვუჰანის თევზის ბაზარია, სადაც არალეგალურად ყიდდნენ სხვადასხვა თევზეულსა და ცხოველებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG