ახალი, ე.წ. მეგა-ხიდი, რომელიც ჩინეთში დღეს გაიხსნა, მსოფლიოს ყველაზე გრძელი საოკეანო ხიდია. ის ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს მაკაოსთან და ჰონგ-კონგთან პირდაპირ დააკავშირებს.
ეს ფაქტი ნახევრად ავტონომიურ რეგიონებზე პეკინის მხრიდან კონტროლის ზრდაზეც მიუთითებს. სულ ერთი თვის წინ, ჩინეთმა ჰონგ-კონგთან სწრაფმავალი მატარებლებისთვის სარკინიგზო ხაზის გახსნაც იზეიმა.
მეგა-ხიდის სიგრძე 54 კილომეტრია. 20 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას თითქმის 10 წელი დასჭირდა. ხიდმა მიწისძვრებს, ცუნამს და ძლიერ შტორმებს უნდა გაუძლოს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე ოთხშაბათიდან დაიწყება.
Facebook Forum